четверг, 20 января 2011 г.

მეზარებოდა

..., მაგრამ დავიბადე...
...სიარულიც ვისწავლე, ლაპარაკიც (ნეტა არ ესწავლაო, იტყვის ზოგი), ცოტა მოგვიანებით (ან შეიძლება მაშინვე) აზროვნებაც, ოცნებაც და აი, ნეტა ფიქრი არ მესწავლა...
..., მაგრამ გავიზარდე!
ახლა დიდი ვარ (?).
..., მაგრამ გავიღვიძე, ავტობუსში ბილეთიც ავიღე (კონტროლიორი არ ამოსულიყო დაა...=) ), უცნაურია, მაგრამ მეტროში დავჯექი კიდეც (ფეხზე დგომას ვამჯობინებ სხვა დროს) და სამარშრუტო ტაქსის გაფრენილს შევაფრინდი.
რაში დამჭირდა ამდენი წვალება? რომ მოვსულიყავი სამსახურში და მეკეთებინა საქმე, სახელად არაფერი.
... და ახლაც მეზარება, თორემ წავიდოდი შინ!  

Комментариев нет:

Отправить комментарий